ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძეზე: მას რომ რამე სხვანაირი ზეწოლა ჰქონოდა, აუცილებლად მეცოდინებოდა
“რა თქმა უნდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაიკითხოს თორნიკე. ასევე, ადამიანებისთვისაც, რათა სრულად ამომწურავი სურათი იყოს“, – ამის შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ბრალდებული ალექსი ახვლედიანი აცხადებს.
როგორც ახვლედიანი ამბობს, თორნიკე რიჟვაძის მამის მხრიდანაც არ ყოფილა ინფორმაცია რაიმე ზეწოლაზე.
“მე როგორც ვიცი, არ ჩანს [კადრებში], როგორ იღებს იარაღს. კამერები სხვანაირად იყო. მე ვერ ვასაჯაროებ.
„თორნიკე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო. მართლა არა მარტო მეგობარი მე-4 შვილივით მყავდა, მას რომ რამე სხვანაირი ზეწოლა ჰქონოდა, რასაც თქვენ გულისხმობთ, აუცილებლად მეცოდინებოდა. დამერწმუნეთ, მსგავსი საუბარი არ ყოფილა“, – აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა.
„არც ერთ ეპიზოდში არ ვთვლი, რომ იარაღი დაუდევრად შევინახე, გამორიცხულია. გამამართლებელი მოლოდინი მაქვს და ამაზე ბოლომდე ვიბრძოლებ”, – განმარტა ახვლედიანმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.