პროტესტი ლონდონში: ტრამპისა და ეპშტეინის ფოტოები უინძორის ციხესიმაგრეზე გამოფინეს

უინძორის ციხესიმაგრეზე დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის ყველაზე დიდი, 400 კვადრატული მეტრის ფოტო გამოიფინა.

გამოფენა პროტესტის ნიშნად დაიგეგმა და მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ტრამპისა და ეპშტეინის სკანდალურ კავშირზე.

აღნიშნულ ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და უნებართვო აქციის მოწყობაში ედებათ ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები