პორტუგალიის სანაპიროსთან “მკვლელმა ვეშაპებმა” ტურისტულ ნავებს შეუტიეს

პორტუგალიის სანაპიროსთან ორკებმა, ე.წ. „მკვლელმა ვეშაპებმა“ ორ ტურისტულ ნავს შეუტიეს. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ცხოველების ჯგუფმა ფონტე და ტელჰას სანაპიროსთან დაარტყა და ჩაძირა ტურისტებით სავსე იახტა, ხოლო
კასკაისის ჩრდილოეთით მათი მეორე სამიზნე გემი გახდა.

ნავსა და გემზე მყოფი ცხრავე ადამიანი ახლომდებარე ტურისტულმა ნავებმა გადაარჩინეს.

ესპანეთში ვეშაპისნაირების კონსერვაციის, ინფორმაციისა და კვლევის (CIRCE) პრეზიდენტმა, რენო დე სტეფანისმა, განაცხადა, რომ ეს ქცევა „თამაშითაა გამოწვეული და არ არის აგრესიული“.

“ის, რაც იბერიულ ორკებსა და ნავებთან დაკავშირებით ხდება, არ არის თავდასხმა აგრესიის, მტაცებლობის ან ტერიტორიული თავდაცვის თვალსაზრისით. ისინი ნავებს მსხვერპლად არ აღიქვამენ და არც ტერიტორიას იცავენ“, – განუცხადა მან მედიას.

გავრცელებული ცნობებით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ორკებს „მკვლელ ვეშაპებს“ უწოდებენ, ისინი სინამდვილეში დელფინების ოჯახის ყველაზე დიდი წევრები არიან და საერთოდ არ არიან ვეშაპები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები