ცნობილია, რას შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი კრიპტოვალუტის სექტორს, საბანკო სისტემასა და ენერგეტიკას შეეხება.
მისი თქმით, სანქციების მიზანია კრემლის შემოსავლების შემცირება და სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვა.
“რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის მიზნით, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების შესახებ დამატებით ზომებს მივიღებთ. კომისია მალე წარმოადგენს სანქციების მე-19 პაკეტს, რომელიც კრიპტოვალუტას, ბანკებსა და ენერგეტიკას ისახავს მიზნად. რუსეთის საომარი ეკონომიკა, რომელიც წიაღისეული საწვავის შემოსავლებით ინარჩუნებს თავს, უკრაინაში სისხლის ღვრას აფინანსებს. ამის შესაჩერებლად, კომისია ქვეყნებს რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის თანდათანობით გაუქმების დაჩქარებას შესთავაზებს”,- წერს ლაიენი სოციალურ ქსელში.
როგორც მან აღნიშნა, სანქციებთან დაკავშირებით მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.