აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან დაკავშირებულ მეორე ნარკოტიკების გადამზიდ გემს საერთაშორისო წყლებში თავდასხმა მიაყენა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.
“დღეს დილით, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მეორე დარტყმა განახორციელეს სამხრეთის სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში დანამდვილებით იდენტიფიცირებული, განსაკუთრებით ძალადობრივი ნარკოტრეფიკინგის კარტელებისა და ნარკოტერორისტების წინააღმდეგ.
ეს უკიდურესად ძალადობრივი ნარკოტიკებით ვაჭრობის კარტელები საფრთხეს უქმნიან აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას და აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.