გიორგი ვოლსკი: მერაბიშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილების შეგრძნება დამრჩა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ, გია ვოლსკის შეფასებით, ვანო მერაბიშვილთან და ზურაბ ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია.
მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის მაკაფიო სიგნალია.
„სამართლებრივი კუთხით ვერ შევაფასებ მერაბიშვილის საქმეს, თუმცა ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით, რადგანაც მათ უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდათ. მე იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთნები, ვისაც სისხლი სწყურია, უკმაყოფილების შეგრძნება მეც დამრჩა. პოლიტკურ მხარეს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. თუ პოლიტიკურ მხარეზეა საუბარი, პოლიტიკური თვალსაზრისითაც ეს მკაფიო სიგნალია ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საპელაციო სასამართლომ ვანო მერაბიაშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის შეფარდებული 5 -წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. ასევე ძალაში დარჩა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის დაკისრებული 50 -ათასიანი ჯარიმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეს განიხილავდა, რომელიც კვარიათის აგარაკის საკითხსა და დასაქმების პროგრამაში აღმოჩენილ დარღვევებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები