“საქართველოს მხრიდან სამხედრო კუთხით ხარჯების შემცირება რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილია”

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე საქართველოს მთავრობას თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების გამო აკრიტიკებს. როგორც ბათუ ქუთელიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, საქართველოს მხრიდან სამხედრო კუთხით ხარჯების შემცირება რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილია.
ქუთელიას შეფასებით, რუსეთის მხრიდან საფრთხე იზრდება, რის გამოც ნატომ და საქართველოს გარდა ალიანსის პარტნიორმა ყველა ქვეყანამ სამხედრო ბიუჯეტი გაზარდა.
„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკის გამოცხადებული კურსი, მაგრამ ეს უნდა მაგრდებოდეს კონკრეტული ნაბიჯებითაც. უკრაინის მოვლენების შემდეგ ნატომ და ნატოს პარტნიორმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ გაზარდონ დანახარჯები და ბიუჯეტი იმისათვის, რომ თავდაცვის შესაძლებლობები გაიზარდოს. იმდენად, რამდენადაც მზარდი საფრთხეა სამხედრო კუთხით რუსეთის მხრიდან. საქართველო კი ამ მიმართულებით ხარჯებს ამცირებს, ეს უკვე რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილია, რომ ეს არის ის არეა, სადაც მას შეუძლია შემდგომი ნაბიჯები გადადგას. რუსეთთან რაღაც ფსევდო ურთიერთობების დათბობა ისეთ უარყოფით შედეგს მოიტანს, როგორსაც ვხედავთ აფხაზეთთან ხელშეკრულების კუთხით. აშკარაა, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები და მისი ნაირსახეობა იზრდება“,- აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები