გორის კულტურისა და დასვენების პარკ “ახალბაღში” სამი ახალი სპორტული სივრცის მოწყობა მალე დასრულდება

გორის კულტურისა და დასვენების პარკ “ახალბაღში” სამი ახალი სპორტული სივრცე – ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების მოწყობა მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

“პროექტის მიხედვით უკვე მოეწყო:
🔹 ხელოვნური საფარი
🔹 ჩოგბურთის კორტებზე სპეციალური საფარი
🔹 ფეხბურთის კარები
🔹 კალათბურთის ფარები
🔹 ტრიბუნები
🔹 სკამები
🔹 ღობე
🔹 ლითონის შესასვლელი კარები
🔹 სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელი,”- წერია ინფორმაცაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები