დავით ზალკალიანი: მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა ამ ეტაპზე არ განიხილება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების  არანაირი შეხვედრა ამ ეტაპზე არ განიხილება.
განცხადება მან ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა.
“არც ერთი ნოტა, არც ერთი საინფორმაციო ფურცელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან შვეიცარიის საელჩოს გავლით არ გასულა. ასე რომ, ჩემთვის უცნობია, რა სახის შეხვედრაზეა საუბარი. იყო, გარკვეულწილად, ამაზე საუბრები, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტს შესაძლო შეხვედრის შესახებ. ამის იქეთ ეს საკითხი არ წასულა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ზალკალიანი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი შეხვედრა გაიმართება, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს.
“ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზულად მომზადებული და ამ შეხვედრამ რაღაც შედეგი მაინც უნდა დადოს”, – განაცხადა ზალკალიანმა. პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ “ტელეიმედს” განუცხადა, რომ სიგნალს საქართველოსგან ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები