ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გეგმა განიხილეს

ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გეგმა განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28+1 ფორმატის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მოკავშირეებს გეგმის დეტალები გააცნო.დოკუმენტი საქართველოს თავდაცის სამინისტრომ ნატოს საერთაშორისო სამსახურთან ერთად შეიმუშავა.
ნატომ ქართული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა მოიწონა და სრული მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად ჩაერთოს არსებითი პაკეტის დროულად და ეფექტურად განხორციელებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გეგმით განსაზღვრული ელემენტების შესრულება დააჩქარებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს, მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და კიდევ უფრო გააძლიერებს ალიანსთან თავსებადობას.
შეხვედრაზე ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება რუსეთსა და აფხაზეთს შორის “ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ” შეთახმების პროექტზე გამახვილდა.
ქართულმა მხარემ მოკავშირეებს სრული ინფორმაცია მიაწოდა არსებული ვითარების შესახებ და ნატოს რეაგირებისკენ მოუწოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ალიანსის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები