ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ზამურ ჭითანავა წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქვეშისა და კიანეთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის დროს ადგილობრივებმა მერობის კანდიდატთან
მათთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
„ყოველი ასეთი შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულია. მოსახლეობის გულთბილი დამოკიდებულება, გულწრფელი სიტყვები და აქტიური ჩართულობა მაძლევს უდიდეს ენერგიასა და მოტივაციას. სწორედ ასეთი დიალოგი გვაძლევს საშუალებას, ერთად ვიპოვოთ სწორი გზები უკეთესი მომავლისთვის,“ – აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.
მისი თქმით, ქვეშისა და კიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და აქტიური თანამშრომლობით არის შესაძლებელი მუნიციპალიტეტის წინსვლა.