წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები