“ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დაიწვა სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებული იყო სამშენებლო პროდუქცია” – თემურ მღებრიშვილი

“ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დაიწვა სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებული იყო სამშენებლო პროდუქცია”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან  საუბრისას განაცხადა.

„ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 3000 კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებული იყო სამშენებლო პროდუქცია. ინფორმაციის შემოსვლისთანავე, შვიდ წუთში გამოცხადდნენ პირველი სამაშველო ჯგუფები. დაშავებული არავინ არის. ამ დროისთვის მობილიზებული იყო 20 სახანძრო სპეციალური ტექნიკა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ცეცხლი სასაწყობე ფართს გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები