მაია ფანჯიკიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ასევე გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში კრისტოფერ ჰოისგენთან.
მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვდება გერმანიის მრეწველთა აღმოსავლეთ ევროპის ასოციაციის პრეზიდენტს მარკუს ფელსნერს. მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საქმეთა ინსტიტუტში თემაზე: “საქართველო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე”.
მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვა ასევე ფრიდრიხ ებერტის ფონდში და შეხვდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრს ქრისტოფ ბაიერს. მაია ფანჯიკიძე ასევე ესტუმრება ვესტერველეს სახელობის ფონდს, სადაც შეხვდება ფონდის გენერალურ მდივანს ჰანს-იუგერ ბეერფელზს.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუებს მისცემს წამყვან გერმანულ მედიასაშუალებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები