ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოში, 1 260 ბენეფიციარს 320 393 ლარის დახმარება გაეწია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოში, 1 260 ბენეფიციარს 320 393 ლარის დახმარება გაეწია. ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დახმარება გაეწია:
117 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის – 98 854 ლარი გამოიყო;
93 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად – 17 561 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 25 პაციენტი – 24 008 ლარით დაფინანსდა;
114 მრავალშვილიანი ოჯახი – 27 750 ლარით დაფინანსდა;
358 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის – 14 420 ლარით დაფინანსდა;
ცელიაკიის დიაგნოზის მქონე 3 ბენეფიციარს – 150-150 ლარი ჩაერიცხა;
საკურორტო მომსახურებისათვის 19 ბენეფიციარისთვის – 15 200 ლარი გამოიყო.
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.