საგარეო უწყება: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლისაბონის ფუნიკულიორის ტრაგიკული ავარიის გამო, ვუსამძიმრებთ პორტუგალიასა და დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლისაბონის ფუნიკულიორზე მომხდარ ავარიას ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლისაბონის გლორიას ფუნიკულიორის ტრაგიკული ავარიის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ პორტუგალიას და დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ცნობისთვის, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ავარიის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები