კალიფორნიაში მეხანძრეები მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან.
ცეცხლი, რომელსაც „სექტემბრის ელჭექის კომპლექსური ხანძარი“ ეწოდა, ათასობით ჰექტარზეა გავრცელებული და უკვე მთლიანად გაანადგურა ისტორიული დასახლება Chinese Camp.
როგორც მედია წერს, ცეცხლის გაჩენის მიზეზად მეხის ჩამოვარდნა სახელდება.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 600-ზე მეტი მეხანძრე და სპეციალური ავიაცია მონაწილეობს, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
მედიის ცნობით, სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას, რეგიონში მკვეთრად გაუარესდა ჰაერის ხარისხი, საფრთხის ზონაშია Yosemite-ს ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორია.