აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ავთანდილ ძაგანიასთან ერთად სოხუმის უნივერისტეტის რექტორ თეა ჯუღელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სასწავლო პროცესების ხელშეწყობაზე, უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებზე სამინისტროში არსებულ პროგრამებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ საკითხებზე.

შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია და პროფესორი დევი შონია ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები