ახალი რეგულაცია ინგლისში: ენერგეტიკულ სასმელებზე ასაკობრივი შეზღუდვა დაწესდება

ინგლისში 16 წლამდე ასაკის პირებს ენერგეტიკული სასმელების შეძენა აეკრძალებათ, – ამის შესახებ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს.

ახალი რეგულაცია, რომელიც 2026 წლიდან შევა ძალაში, კრძალავს მაღაზიებისა და სასმელების გამყიდველებისთვის, არასრულწლოვნებისთვის მაღალი კოფეინის შემცველი პროდუქტების გაყიდვას. საუბარია ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა Red Bull, Monster და Prime Energy.

ჯანდაცვის მდივნის, უეს სტრიტინგის თქმით, მთავრობას მშობლებმა, მასწავლებლებმა და ბავშვებმა “მოუწოდეს“ მოქმედებისკენ. მისი განმარტებით, ინიციატივა მიზნად ისახავს მოზარდებში სიმსუქნის, უძილობისა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების შემცირებას.

ექსპერტების თქმით, ახალგაზრდებს უფრო პატარა სხეული აქვთ და მათი ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, რამაც შეიძლება ისინი კოფეინის მიმართ უფრო მგრძნობიარე გახადოს.

აკრძალვას ჩრდილოეთ ირლანდია, შოტლანდია და უელსიც განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები