დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯო ჰილი უკრაინას ეწვია,- ამის შესახებ X-ში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი წერს.

შმიგალი თავის ბრიტანელ კოლეგას კიევის რკინიგზის სადგურზე შეხვდა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს ის და ჰილი კოორდინაციას გაუწევენ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრის ძირითად საკითხებს, რომელიც ლონდონში გაიმართება.

„ჩვენ ვამზადებთ მნიშვნელოვან ორმხრივ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების თავდაცვის პოტენციალს“, – დასძინა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) შემდეგი შეხვედრა 9 სექტემბერს, ლონდონში არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები