ზელენსკი დანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან სამიტზე დასასწრებად დღეს დანიაში ჩავიდა.

როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრას გამართავს.

ის ასევე მონაწილეობას მიიღებს სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად დაგეგმილ სამიტში.

როგორც მედია აღნიშნავს, დანია წელს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა, ამიტომ მას უკრაინის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე დიდი გავლენა აქვს.

ამასთან, როგორც ცნობილი იყო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 3 სექტემბრის საღამოს პარიზში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები