ლავროვი: რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელების იმედი აქვს

რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, დელეგაციების ხელმძღვანელები პირდაპირ კონტაქტზე არიან,- ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით განახლდა.

„სტამბოლში სამი რაუნდი გაიმართა და მათ ფარგლებში ჰუმანიტარულ საკითხებში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული: სამხედრო ტყვეებისა და დაკავებულების გაცვლა, დაღუპულთა ცხედრების დაბრუნება და ა.შ. გარდა ამისა, თითოეულმა მხარემ გამოთქვა საკუთარი ხედვა კონფლიქტის დასრულების პირობების შესახებ.

დელეგაციების ხელმძღვანელები პირდაპირ კონტაქტზე არიან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება რუსეთისთვის პრიორიტეტად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები