საფრანგეთი ჯანდაცვის სისტემას ევროპაში შესაძლო ომისთვის ამზადებს

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, ქვეყნის საავადმყოფოებს დაავალა, 2026 წლის მარტამდე ევროპაში შესაძლო ფართომასშტაბიანი ომის სცენარისთვის მოემზადონ, რათა ათასობით დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის მიღება და მკურნალობა შეძლონ, – ამის შესახებ, ფრანგული მედია იუწყება.

გამოცემის ცნობით, სამინისტროს მიერ გაგზავნილ ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ საავადმყოფოებმა უნდა შეიმუშაონ გადაუდებელი გეგმები მასობრივი დაშავებულების მისაღებად და სპეციალური სამედიცინო ინფრასტრუქტურა მოამზადონ.

ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს პორტებისა და აეროპორტების მახლობლად სამედიცინო ცენტრების შექმნის შესაძლებლობას ჯარისკაცების “სახლში გადამისამართების” მიზნით.

ოფიციალური წყაროების თქმით, მსგავსი ზომები მიზნად ისახავს კრიზისულ ვითარებებში, მათ შორის ომის, ტერორისტული თავდასხმების ან ბუნებრივი კატასტროფების დროს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები