საფრანგეთის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ახალი დაპატიმრების ორდერი გასცა
საფრანგეთის სასამართლომ სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი გასცა.
2011 წელს მან ანტისამთავრობო პროტესტები ძალის გამოყენებით ჩაახშო, რის შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. ჰომსში ჩატარებულ საარტილერიო შეტევისას, ამერიკელი ჟურნალისტი მარი კოლვინი და ფრანგი ფოტოგრაფი რემი ოშლიკი დაიღუპნენ.
ორდერი ასევე ეხება კიდევ ექვს სირიელ მაღალჩინოსანს, უსაფრთხოების სტრუქტურებიდან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ჟურნალისტების განზრახ მკვლელობასა და ომის დანაშაულებში.
ფრანგმა გამომძიებელმა მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ ორდერი დაფუძნებულია მტკიცებულებებზე, რომლებიც მიუთითებს დომის რაიონში მედიის წარმომადგენელთა მიზანმიმართულ დაბომბვაზე.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საფრანგეთის მართლმსაჯულება ბაშარ ალ-ასადს ომის დანაშაულებში სდებს ბრალს.
2023 წელს პარიზის სასამართლომ მასზე ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე და მის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერი გასცა, თუმცა მიმდინარე წლის ივლისში საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ იგი იმუნიტეტის გამო გააუქმა.
ბაშარ ალ-ასადი, რომელიც ივლისში თანამდებობიდან გადადგა, ამჟამად უცხოეთში იმყოფება.
სირიის ახალი ხელისუფლება ბაშარ ასადის ექსტრადირებას მოითხოვს.