კიმ ჩენ ინსა და ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ორმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს.

პუტინმა კიმს უთხრა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მეგობრულია და რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა კურსკის რეგიონის განთავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა.

“ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები იქ მამაცურად იბრძოდნენ”,- განუცხადა მან კიმს.

კიმმა პუტინს მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ქებისთვის, რომლებიც უკრაინაში ომის დროს ფრონტის ხაზზე რუს ჯარისკაცებს ეხმარებოდნენ.

კიმი აცხადებს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობა გაძლიერდა და მისი ქვეყნის „ძმური მოვალეობაა“ ეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები