ჩინეთში მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავი მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნეს
ჩინეთში მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავი მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა.
აღლუმში ათიათასობით სამხედრო პირი მონაწილეობდა. ჩინეთის პრეზიდენტმა აღლუმზე ლაზერული იარაღი, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები და გიგანტური წყალქვეშა დრონები წარადგინა.
სი ძინპინს 26 სახელმწიფოს მეთაური შეუერთდა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი – ეს სამი ლიდერის პირველი საჯარო შეხვედრაა.
ღონისძიებამდე სიტყვით გამოსვლისას, სი ძინპინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „შეუჩერებელია“ და „არასდროს შეშინდება“.
დონალდ ტრამპმა, რომელიც აღლუმზე არ იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში სი ძინპინი გააკრიტიკა.
„გთხოვთ, ჩემი თბილი მოკითხვა გადაეცით ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, რადგან თქვენ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ”,- განაცხადა ტრამპმა.