მედია: რუბიო ორ კვირაში ისრაელს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 14 სექტემბერს ისრაელს ეწვევა, – ამის შესახებ ისრაელის გაზეთი „იერუსალიმ პოსტი“ ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„მოსალოდნელია, რომ ის ისრაელში რამდენიმე დღე დარჩება, რომლის განმავლობაშიც ქვეყნის მაღალჩინოსნებს შეხვდება“, – წერს გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელი ღაზას სექტორიდან უპრეცედენტო სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცა. ამის შემდეგ, პალესტინური „ჰამასის“ მოძრაობის მებრძოლები სასაზღვრო რაიონებში შეიჭრნენ, ცეცხლი გაუხსნეს სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და 200-ზე მეტი მძევალი აიყვანეს. ხელისუფლების ცნობით, ისრაელის მხრიდან დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები