რუსეთ–უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის მებრძოლთა დანაკარგები იზრდება
სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის (NIS) ინფორმაციით, რუსეთ–უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი დაახლოებით 2000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა.
NIS–ის ანგარიშის მიხედვით, დაღუპულთა გარდა, ათასობით სამხედრო დაშავდა ან დაკარგულად ითვლება.
გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის საომარი ძალისხმევის მხარდასაჭერად, დაახლოებით, 13 000 ჯარისკაცი გაგზავნა.
ოფიციალური ფხენიანი საჯაროდ არ ადასტურებს სამხედრო დანაკარგებს, თუმცა აგვისტოში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დაღუპულთა ოჯახებს “მშვენიერი ცხოვრება” აღუთქვა.
როგორც მედია აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეა, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ერთ–ერთ მთავარ მოკავშირედ იქცა და მოსკოვს როგორც იარაღით, ისე ცოცხალი ძალით ეხმარება.