გიორგი მარგველაშვილი 21 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი 21 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს და პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს შეხვდება. ასევე დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთან. ქვეყნის პირველი პირი შეხვედრას ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავს. გიორგი მარგველაშვილი იაპონური მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება და მათ შეკითხვებს უპასუხებს. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში არიან მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესმენები. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში 25 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები