ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ოქროს ფასმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რადგან ძვირფას ლითონზე მოთხოვნა გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე მაღალი რჩება,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

სამშაბათს დილით ოქროს ფასმა უნციაზე (ოქროს საზომი ერთეული, 28,35 გრამი) 3,508.50 აშშ დოლარს მიაღწია, რითაც ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, რომლის მიხედვითაც წელს ის თითქმის ერთი მესამედით გაიზარდა.

როგორც მედია წერს, ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდში ძვირფასი ლითონი ინვესტორებისთვის უფრო უსაფრთხო აქტივად ითვლება და მისი ფასი წელს მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფართომასშტაბიანი ტარიფები გამოაცხადა, რამაც გლობალური ვაჭრობის არეულობა გამოიწვია.

ანალიტიკოსების თქმით, ფასი ასევე გაიზარდა იმ მოლოდინით, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი შეამცირებს ძირითად საპროცენტო განაკვეთს, რაც ოქროს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ პერსპექტივას ხდის.

ფინანსური ბაზრების მიმოხილვის მიხედვით, მომდევნო პერიოდში ოქროს ფასის დინამიკა კვლავ მაღალი ტენდენციის შესაძლებლობას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები