“ვაგრძელებთ სოფლის შიდა გზების ბეტონირებას, რაც მნიშვნელოვანი იქნება სოფლად ტურიზმის განვითარებისთვის” – ქობულეთის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”

“ქობულეთის მუნიციპალიტეტში დავიწყეთ სოფლის ცენტრების რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვანი იქნება სოფლად ტურიზმის განვითარებისთვის”, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ქობულეთში, ირაკლი ცეცხლაძემ გადაცემაში ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, მომავალ წელს ტურისტებს ქობულეთში სრულად დასრულებული და მოწყობილი, 10-კილომეტრიანი ბულვარი დახვდებათ.

„ჩვენ გვაქვს როგორც ზღვა, ასევე სამი დაცული ტერიტორია, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას, რაც ახალ გამოწვევებს ქმნის. სწორედ ამიტომ დავიწყეთ სოფლის ცენტრების რეაბილიტაცია. ვაგრძელებთ სოფლის შიდა გზების ბეტონირებას, რაც მნიშვნელოვანი იქნება სოფლად ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე ქალაქ ქობულეთში ცენტრალური გამზირის სრული რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაცია, ახალი განათების სისტემა, დაიგება დეკორატიული ფილები. მაქსიმალურად ადაპტირებული იქნება ტროტუარი“, – აღნიშნა ცეცხლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები