“ყველა ქონება, რაც ახალაიების კლანმა, მათმა გუნდმა წაართვა, ჩვენ ზუგდიდის მოსახლეობას დავუბრუნეთ“ – დავით კოდუა

“მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ მონიჭებული შესაძლებლობისთვის, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ჩემი ქალაქის განვითარების ფერხულში ჩავერთო”, – ამის შესახებ, “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზუგდიდში, დათო კოდუამ განაცხადა.

კოდუამ „ქართული ოცნების“ მერობის სხვა კანდიდატებს არჩევნებში გამარჯვება უსურვა.

„რთული პერიოდი გამოვიარეთ, რომელიც არასდროს გვინდა, რომ განმეორდეს – ადამიანებს ქუჩაში გასვლისაც კი ეშინოდათ, რადგან უსამართლოდ იჭერდნენ და სვამდნენ ციხეში. არც ერთ ინფრასტრუქტურულ საკითხს, არც ერთ სოციალურ საკითხს არ ითვალისწინებდნენ. ფაქტობრივად, ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი იყო პრივატიზებული, მათ ჯიბეში ჩასმული და მათივე შპს-ებით, სულ რაღაც 5-6 ქუჩა განათდა იმ პერიოდში და ერთი  ანაკლიამდე ჩასასვლელი გზა გაკეთდა. ისიც კარგად ვიცით, ვის მიერ იყო გაკეთებული და რისთვის სჭირდებოდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც დღეს საპატიმროშია, სასჯელს იხდის და ვფიქრობთ, უფრო მეტს იმსახურებს. 9 წელი ზუგდიდს გაუჩერა და ჩვენ ზუგდიდელებს ზუგდიდი დავუბრუნეთ – იმ პერიოდში წართმეული. ანაკლიაში 400 მიწის ნაკვეთი დავაბრუნეთ სამართლიან მესაკუთრეებზე, რომლებიც მართლაც იმსახურებდნენ დაბრუნებას, რადგან ჩაიყვანეს ბულდოზერები, მოუნგრიეს ღობეები. ასე რომ, ყველა ქონება, რაც ახალაიების კლანმა, მათმა გუნდმა წაართვა, ჩვენ ზუგდიდის მოსახლეობას დავუბრუნეთ“, – განაცხადა დათო კოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები