“მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული, ქართველმა და უცხოელმა ტურისტებმა უკეთ გაიცნონ ტაბაწყურის ისტორია” – მამუკა გელაშვილი
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავესწარი ტაბაწყურის სოფლის დღესასწაულს, სადაც ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა”, – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი, მამუკა გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გელაშვილი აღნიშნავს, რომ მაღალმთიან სოფელ ტაბაწყურს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.
“მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული, ქართველმა და უცხოელმა ტურისტებმა უკეთ გაიცნონ ტაბაწყურის ისტორია და ნახონ ულამაზესი ტბა.
ბოლო წლების განმავლობაში, სოფელში არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რეაბილიტირდა 13 კმ გზა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას”, – წერია ინფორმაციაში