ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის აბსორბაციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის აბსორბაციის მინისტრ სოფა ლანდვერთან სამუშაო სადილი გამართა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ისრაელის თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ქართულ-ებრაული 26- საუკუნოვანი იუბილის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.
„უაღრესად მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ქართველი და ებრაელი ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში. ამ მეგობრობის მნიშვნელობა ჩვენთვის შეუფასებელია და გვსურს, რომ ეს ისტორია ცოცხლად შევუნახოთ მომავალ თაობებს საქართველოსა და ისრაელში,”-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები