მინეაპოლისის სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა

მინესოტას შტატში, კათოლიკურ სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, თავად თავდამსხმელიც გარდაცვლილია. CNN-ის ცნობით, მან თავი მოიკლა.

„ოთხშაბათს, მინეაპოლისის სკოლაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მსროლელი და დაახლოებით 20 პირი დაშავდა“, – აღნიშნა იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი სიტუაციას აკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები