ავღანეთში ავტობუსის გადაბრუნებას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან
ავღანეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
მედიის ცნობით, შემთხვევა ქაბულში, არგანდის რაიონში მოხდა. ავტობუსი სამხრეთ ავღანეთიდან მიემგზავრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, აბდულ მატინ ქანის თქმით, ავარიის მიზეზი დაუდევარი მართვა გახდა.
გავრცელებული ცნობით, გადარჩენილთაგან ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია.