გერმანია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის

გერმანიაში, კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ,ახალი ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ გამოაცხადეს, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის კონსულტაციებს კოორდინაციას გაუწევს.

გერმანელი ოფიციალური პირები ახალ ორგანოს „გერმანიის უსაფრთხოების არქიტექტურის ახალ ბირთვს“ უწოდებენ. ის ორ ყოფილ ორგანოს აერთიანებს: ფედერალურ უშიშროების საბჭოს, რომელიც პასუხისმგებელია იარაღის ექსპორტსა და თავდაცვის პოლიტიკაზე და უშიშროების კაბინეტს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბება.

“საბჭო იმუშავებს როგორც ქვეყნის ყოვლისმომცველი უსაფრთხოების პოლიტიკის გრძელვადიან დაგეგმვაზე, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც შიდა, გარე, ეკონომიკური და ციფრული უსაფრთხოების კვეთაზეა”,- განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოებისთვის რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეები უფრო მოქნილ გადაწყვეტილებებს და რეაგირებას მოითხოვს.

გერმანიის განცხადებით, საბჭო რეგულარულად შეიკრიბება სტრატეგიული საკითხების განსახილველად და კრიზისულ სიტუაციებში მისი სწრაფად მოწვევა იქნება შესაძლებელი.

ახლად შექმნილი ორგანოს მთავარი ამოცანა იქნება სტრატეგიული პროგნოზირება: საშუალოვადიანი და გრძელვადიანი საფრთხის სცენარების იდენტიფიცირება, მოქმედების ვარიანტების შემუშავება და საჭირო მოსამზადებელი ზომების განხორციელება.

საბჭოს კოორდინაციას გაუწევს მერცის ადმინისტრაციის უფროსი, იაკობ შროტი. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ კანცლერი და ცხრა გერმანელი მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები