მედია: საფრანგეთი ახალი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას – პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ნდობის ვოტუმს დაკარგავს

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების ჩატარების მომხრეა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ფრანგების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზად შეიძლება იქცეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „სრული მხარდაჭერა“ გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს, რომელმაც საკუთარი მთავრობისთვის ნდობის ვოტუმი გამოაცხადა.

თუ მთავრობა 8 სექტემბრის არჩევნების შემდეგ დაეცემა, მას შეუძლია ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნოს, პარლამენტი ხელახლა დაითხოვოს ან თანამდებობიდან გადადგეს.

როგორც მედია წერს, ბაირუ, ემანუელ მაკრონის ახლო მოკავშირე, სავარაუდოდ, არჩევნებში დამარცხდება, რადგან ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ სიამოვნებით გამოიყენებენ შესაძლებლობას, თანამდებობიდან გადააყენონ იგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები