“ჩვენ მოლდოვაში უპრეცედენტო რაოდენობის ფული გავგზავნეთ: სანდუს რეჟიმში ათობით მილიონი დოლარი ჩაიდო” – USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი სამანტა პაუერი
როგორც პაუერმა აღნიშნა, ეს თანხები კიშინიოვში უფრო ხანგრძლივი პერიოდით გაიგზავნა, ვიდრე კიევში.
“ყველა ეს ფულადი ნაკადი შეჩერდა, როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა. ის ჯერჯერობით მოლდოვის საქმეებში არ ერევა. მაკრონმა და ფონ დერ ლაიენმა ამ სფეროში უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ. ბოლო დროს სანდუმ ძლივს გაართვა თავი. ახლა ძალიან ვნერვიულობ”, – განუცხადა პრანკერებს USAID-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა.