მედია: ევროკავშირი აშშ-სთვის სამრეწველო საქონელზე გადასახადის გაუქმების დაჩქარებას ცდილობს

ევროკავშირი კვირის ბოლომდე შეეცდება დააჩქაროს კანონმდებლობის მიღება, რათა გააუქმოს აშშ-ში წარმოებულ საქონელზე ყველა ტარიფი, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამ მოითხოვა, სანამ აშშ ევროკავშირიდან ავტომობილების ექსპორტზე ტარიფებს შეამცირებდა,- ამის შესახებ „Bloomberg“-ი, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც სააგენტოს წყარო აღნიშნავს, ევროკომისია გარკვეული ზღვის პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის შეღავათიან ტარიფებს უზრუნველყოფს.

ევროკავშირმა აღიარა, რომ ტრამპთან მიღწეული სავაჭრო შეთანხმება სასარგებლოა აშშ-სთვის, თუმცა ის აუცილებელია სტაბილურობისა და ბიზნესის ნდობის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები