ფინეთის პრეზიდენტი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რათა მშვიდობიან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეული იქნეს,- ამის შესახებ სტუბმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„უკრაინის უსაფრთხოების საიმედო მხარდაჭერის გეგმა ხორციელდება. უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის, რუსეთი კი მხოლოდ დროს აყოვნებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბმა პირობა დადო, რომ ფინეთი გააგრძელებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან სტუბთან უკრაინისთვის ძლიერი და მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიები განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები