უიტკოფი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა წლის ბოლომდე ან უფრო ადრეც შეიძლება.

უიტკოფმა უპასუხა კითხვას, უნდა დაუთმოს თუ არა უკრაინამ რუსეთს მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.

მისი თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ერთადერთი ადამიანები, ვისაც შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება, უკრაინელები არიან და რომ გადაწყვეტილება უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ მიწის დათმობა.

“უკრაინელებმა უნდა გაიგონ, რა არის უსაფრთხოების გარანტიები და მათ აქვთ ამის გაცნობიერების უფლება. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე და შესაძლოა გაცილებით ადრეც, შევძლებთ სამშვიდობო შეთანხმების ინგრედიენტების პოვნას“, – თქვა უიტკოფმა.

უიტკოფმა ასევე განაცხადა, რომ ამ კვირაში ნიუ-იორკში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები