ტრამპი: რუსეთს სანქციები დაეკისრება, თუ ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.

ეს პასუხი გასცა მან ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებდა თუ არა პუტინი შედეგებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაჭიანურებისთვის.

ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ “ეკონომიკურ” სანქციებზე საუბრობს, რადგან აშშ “მსოფლიო ომში გახვევას” არ აპირებს.

“ეს მსოფლიო ომი არ იქნება, არამედ ეკონომიკური ომი და ეს ცუდი იქნება რუსეთისთვის”,- განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, მან დაამატა, რომ “ზელენსკიც არ არის უდანაშაულო”.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად, შესაძლოა, სანქციებს ან მტკიცე ტარიფების სისტემას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინის ან ნებისმიერის წინააღმდეგ მიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები