დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისთვის დაწესებული 50%-იანი ტარიფები დღეიდან ამოქმედდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული 50%-იანი ტარიფები ინდოეთიდან იმპორტირებულ რიგ პროდუქტებზე დღეიდან ამოქმედდა.
ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტარიფების გადამხდელ ქვეყნებს შორის მოექცა.
ტრამპმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ მიიღო.
ვაშინგტონი ნაბიჯს იმპორტის შემცირებისა და ადგილობრივი წარმოების წახალისების მცდელობად აფასებს, თუმცა დელიში გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო გამწვავებაზე საუბრობენ.