მცხეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გოგი აბუაშვილი: დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ქალაქ მცხეთიდან დავიწყე

“დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ქალაქ მცხეთიდან დავიწყე”, – ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, გოგი აბუაშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრთან, მცხეთა-მთიანეთის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან, მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან, პარტია „ქართული ოცნებისა” და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთაში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელა.

“ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, განვიხილეთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

„ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, ქვეყანაში შენარჩუნებული სტაბილურობის, მშვიდობისა და ეკონომიკური წინსვლის შედეგად, მცხეთაში ბევრი საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, გავაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარებას. შევქმნით კიდევ უფრო მეტ რეკრეაციულ სივრცეს, მოვაწესრიგებთ საგზაო ინფრასტრუქტურას, მეტად განვავითარებთ სპორტულ ინფრასტრუქტურას, რადგან ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და მათი ხელშეწყობა იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ისევე როგორც თეატრონის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია!

ასევე, მინდა მოსახლეობას დავპირდე, რომ უახლოეს მომავალში, აუცილებლად დავაყენებთ ქალაქ მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის რეაბილიტაციის საკითხს, შენობის რომელშიც წლების განმავლობაში უამრავი ნიჭიერი ბავშვი აღიზარდა.

ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ის ადამიანები, რომლებმაც უნდა იზრუნონ საქართველოს განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მათი შესაძლებლობების გამოვლენისა და თვითრეალიზებისთვის კეთილმოწყობილი გარემო და კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შევქმნათ.

მცხეთას სჭირდება ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის სწრაფად შემუშავება, რაც მოხსნის ყველასათვის მძიმე ტვირთად ქცეულ ე.წ მორატორიუმს. დაადგენს წესებს, დაიცავს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას და ამავე დროს ქალაქს მისცემს განვითარების საშუალებას.

მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება მცხეთას!”, – განაცხადა გოგი აბუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები