ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერები მას „ევროპის პრეზიდენტს“ უწოდებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები მას „ევროპის პრეზიდენტს“ უწოდებენ.

ტრამპის თქმით, ეს შეფასება მის პოლიტიკურ გავლენას ასახავს და აღნიშნავს, რომ მას ევროპა უყვარს და ევროპელ ხალხსაც აფასებს.

„ისინი მე ხუმრობით ევროპის პრეზიდენტს მეძახიან. ჩემთვის ეს პატივია. მე მიყვარს ევროპა და მიყვარს ეს ხალხი. ისინი შესანიშნავი ლიდერები არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული განცხადება ტრამპის პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცებისკენ არის მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები