„რამშტაინის“ ჯგუფის მორიგი შეხვედრა 9 სექტემბერს გაიმართება
„რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრისთვის, ქვეყნების თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის წარმომადგენლები 9 სექტემბერს ლონდონში შეიკრიბებიან.
შეხვედრის მთავარი თემა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის გაგრძელება იქნება.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები მოიცავს როგორც არსებული დახმარების შეფასებას, ასევე ახალი ინიციატივების განხილვას.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 2022 წელს შეიქმნა.