ფოფხაძე ჩერგოლეიშვილს: ტაბულა ბიცოლა, შენი წკმუტი რატომ არ ისმოდა 2007 წელს, „იმედი“ რომ დაარბიეს?

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „ტაბულას” რედაქტორს თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართავს, თუ რატომ არ დაინტერესდა ის 2007 წლის მოვლენებით, როდესაც ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს. ჟურნალისტი ჩერგოლეიშვილს ახსენებს, რომ მას არც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების მიმართ არ გამოუხატავს სოლიდარობა.
„ტაბულე ბიცოლააა… ოოოე ტაბულე ბიცოლა… შე, მუდრეგო, შენა… მითხარი, აბა, შენი ომახიანი მოძახილი, თუნდაც ორი წლის წინ რომ არ გაგვიგია. 16 ივნისს ჟურნალისტები სცემეს და ცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი “ადვოკატი” ონიანი იყო? ან შენი წკმუტი რატომ არ ისმოდა 2007 წელს, იმედი რო დაარბიეს?.. არც მაშინ მოგიკლავს თავი ჟურნალისტების სოლიდარობისათვის, უდანაშაულო ფოტოგრაფები რომ დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით. ხოო და ახლა შენს წუწკუნს ნულის ფასი აქვს ჩემთვის… აი ვინმე სხვამ რომ ილაპარაკოს ამაზე, კიდე დავიჯერებ და გუშინ მეც დავწერე, რომ მოვითხოვ სასწრაფოდ გაათავისუფლონ ეს ფოტოგრაფი-მეთქი. მარაა, აი შეეენ… შეეენ… შენ რა უფლებით და ნამუსით იღებ ხმას?” – წერს ფოფხაძე.
შეგახსენებთ, ტელეარხ „ტაბულას” ჟურნალისტმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხელის შეშლის მიზნით რადიოგადამცემი ამოაცალა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები