ირანის უზენაესი ლიდერი: თეირანი ვაშინგტონის ზეწოლას არასდროს დაემორჩილება
ირანის უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან არსებული სიტუაცია „გაუგებარია“, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი არასდროს დაემორჩილება ვაშინგტონის ზეწოლას.
მისი თქმით, დასავლეთთან დაპირისპირება ქვეყნის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება, თუმცა ირანი მზად არის საკუთარი ინტერესების დასაცავად.
„მათ სურთ, რომ ირანი ამერიკის მორჩილი იყოს. ირანელი ერი მთელი თავისი ძალით დაუპირისპირდება მათ, ვისაც ასეთი მცდარი მოლოდინები აქვს. თეირანი ვაშინგტონის ზეწოლას არასდროს დაემორჩილება“, – განაცხადა ხამენეიმ.
შეგახსენებთ, ისლამურმა რესპუბლიკამ შეერთებულ შტატებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები მას შემდეგ შეაჩერა, რაც აშშ-მა და ისრაელმა ივნისში 12-დღიანი ომის დროს მისი ბირთვული ობიექტები დაბომბეს.