რუმინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების 23-ე პაკეტს გადასცემს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუმინეთი მალე უკრაინას სამხედრო დახმარების შემდეგ, უკვე 23-ე პაკეტს გადასცემს.
ეს განცხადება მინისტრმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრ ლივიუ იონუტ მოსტიანუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს ურყევი მხარდაჭერისთვის.
„ქვეყანამ უკრაინას უკვე გადასცა სამხედრო დახმარების 22-ე პაკეტი და უახლოეს მომავალში ჩვენი ჯარისკაცები 23-ე პაკეტს მიიღებენ.
რუმინეთი აგრძელებს უკრაინელი F-16-ის პილოტების მომზადებას და სხვა მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს ჩვენი საჰაერო თავდაცვის ფარის ფორმირებაში“, – განაცხადა მინისტრმა.
შმიგალის თქმით, შეხვედრაზე ისინი საჰაერო თავდაცვის ძალებს შორის კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ინდუსტრიული თანამშრომლობის განვითარებაზე. პრიორიტეტია ინტერცეპტორული დრონების, FPV დრონების და შორი მოქმედების დრონების წარმოება“, – განაცხადა შმიგალმა.
როგორც მედია წერს, რუმინეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატო-ს სამხედრო ბაზები მიაწოდოს.
ამასთან, ევროპელი ლიდერები აშშ-ს სთხოვენ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში რუმინეთში F-35 გამანადგურებლები გაგზავნოს.